აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს", - წერს ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.