ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

"ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო თქვენ პრეზიდენტად მსახურება. და მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით კენჭისყრას ვაპირებდი, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ჩემი განზე გადგომა და ფოკუსირება ჩემი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე დარჩენილ ვადაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს მიმართავს შეერთებული შტატების მოქალაქეებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეტი დეტალებით.