აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ ახალი განცხადება გააკეთა და რიგი მითითებები გასცა.

ბაიდენის თქმით, FBI ამჟამად აწარმოებს გამოძიებას, რომელიც საწყის ეტაპზეა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია მოტივი, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

"ასე რომ, მე მოგიწოდებთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და მიეცით საშუალება FBI-ს, გააკეთოს თავისი საქმე“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთი მითითება გასცა, კერძოდ: ტრამპი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, მიიღებს გაზრდილ უსაფრთხოებას. ბაიდენმა საიდუმლო სამსახურს დაავალა, რესპუბლიკელების უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურს დაავალა, გადახედოს უსაფრთხოების ყველა ზომას რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 15 ივლისს იწყება;

ასევე, ბაიდენმა ეროვნული უშიშროების სამინისტროს მომხდარის დამოუკიდებელი განხილვა დაევალა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყანას ერთიანობისკენ.

13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო.