თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს.

ერდოღანის შეფასებით, დაუშვებელია, ისრაელის უკომპრომისო, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა პოზიციამ დიპლომატიური გადაწყვეტილებები ჩაშალოს.

"არცერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა ღირებულად მიაჩნია, არ უნდა აგრძელებდეს იმ ცეცხლის გაღვივებას, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააღვივა“, – განაცხადა ერდოღანმა.