მხარეები სამშვიდობო შეთანხმების დასრულებასთან ახლოს არიან და პაკისტანი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი სოციალურ ქსელში წერს.

"ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ისე როგორც არასდროს, უახლოეს 24 საათში მისი დასრულებით. პაკისტანი ემზადება სამშვიდობო შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერისთვის, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირას.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მტკიცე საფუძველს დაუდებს ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს შარიფი.