ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ.

სასამართლოში აცხადებენ, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

სოლთანი 2026 წლის 8 იანვარს "ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის“ (მოჰარებე) ბრალდებით დააკავეს, რაც დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით ისჯება.

სასამართლო ხელისუფლება აცხადებს, რომ სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ბრალდებულია "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში და პროპაგანდისტულ საქმიანობაში“, რაც პატიმრობას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერფან სოლტანი სიკვდილით შესაძლოა, 14 იანვარს დაესაჯათ. ოჯახის წევრების თქმით, სოლტანის სასიკვდილო განაჩენი სულ რაღაც ორ დღეში გამოუტანეს. აღნიშნულ ცნობებს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეატყობინეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია.