შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში USS Eisenhower-ის მეთაურობით მეორე ავიაგადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა, რათა შეაჩეროს ირანი და ჰეზბოლა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ჩარევისგან, - ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა და ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ USS Eisenhower მალე შეუერთდება ისრაელის სანაპიროებზე USS Gerald R Ford-ის დამრტყმელ ჯგუფს.

"მე ვუბრძანე USS Dwight D. Eisenhower-ის ჯგუფს გადაადგილება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ეს არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი ისრაელის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეკავების ან ამ ომის გაფართოების ნებისმიერი მცდელობისა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.