ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი პირი.

არსებული ცნობებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ასევე, ცნობილია, რომ მძღოლი დაკავებულია.