უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს. 

მედიის ცნობით, არონ ორბანი ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოქმედი მთავრობა კომუნისტური ეპოქის პოლიტიკურ ტაქტიკას იყენებს და რეალური სამიზნე თავად არის.

"ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანია ოპონენტების გამოთიშვა და ერთპარტიული სახელმწიფოს დამყარება. მე ვარ რეალური სამიზნე, ჩემს უმცროს ძმას კი უბრალოდ იყენებენ, რომ ჩემამდე მოვიდნენ“, – წერს ვიქტორ ორბანი.