აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, დეტროიტის მახლობლად მდებარე ქალაქ უესტ ბლუმფილდში ავტომობილი სინაგოგას შეეჯახა, სადაც ასევე სკოლაა განთავსებული. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მას შემდეგ, რაც მანქანა შენობას შეეჯახა, დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით, უესტ ბლუმფილდის რაიონში ებრაული დაწესებულებების გარშემო უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

შერიფის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობის პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით კონტაქტში იმყოფებოდა სხვა ადგილობრივ სამართალდამცველებთან. სინაგოგა მზად იყო და ჰყავდა დაცვის თანამშრომლები, რომლებიც "საფრთხეს გაუმკლავდნენ“.

მიჩიგანის შტატის გუბერნატორის თქმით, "ანტისემიტიზმს და ძალადობას მიჩიგანში ადგილი არ აქვს".