მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ საბერძნეთიდან ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების პროცედურა დაიწყო. 

"იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადირების პროცედურა მას შემდეგ, რაც ინტერპოლის ბიურომ კიშინეუში ოფიციალურად შეგვატყობინა საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ. ექსტრადირების მოთხოვნას გაუგზავნიან საბერძნეთის შესაბამის ორგანოებს“, – განუცხადა გამოცემა NewsMaker-ს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლორეტა ლისნიკმა.

მოლდოვის პოლიციამ საბერძნეთში მოლდაველი ოლიგარქის, „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერის პლახოტნიუკის დაკავების შესახებ დღეს განაცხადა. მედიის ცნობით, ასევე დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ. მოლდავური მედია წერს, რომ პლახოტნიუკი საბერძნეთიდან დუბაიში მიემგზავრებოდა.

ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კვიპროსში ცხოვრობდა.

პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდავური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.