სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება“ მიიღო 726 818 ხმა, ანუ 49,7456%.

ალიანსმა "ძლიერი სომხეთი" მიიღო 340 006 ხმა, ანუ 23,271%. ბლოკმა "სომხეთი“ – 144 983 ხმა, ანუ 9,9231%.

აღნიშნული შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება: "სამოქალაქო შეთანხმება“ – 64 მანდატი, „ძლიერი სომხეთი“ – 29 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 12 მანდატი.

რაც შეეხება გაგიკ წარუკინის პარტიას "აყვავებული სომხეთი“, ცესკოს მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგებით, ის პარლამენტში ვერ ხვდება, რადგან 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს.