აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საერთაშორისო საზღვაო გზების მეშვეობით მსოფლიოს მოკლევადიანი შანტაჟის გარდა კოზირები არ აქვს.

"როგორც ჩანს, ირანელები ვერ აცნობიერებენ, რომ ხელში არავითარი კოზირი არ აქვთ, გარდა საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი დაშანტაჟებისა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებებია!" - წერს ტრამპი. 

აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის შეხვედრა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში 11 აპრილს არის დაგეგმილი.