აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

"ჩვენ რვა ომი დავასრულეთ და კიდევ ერთს დავასრულებთ, იმედი მაქვს. ყოველთვის როდესაც ომს ვასრულებ ამბობენ, რომ პრეზიდენტი თუ ამ ომს დაასრულებს, ის ნობელის პრემიას მიიღებს, ახლა ამბობენ, რუსეთ-უკრაინის ომს თუ დავასრულებ ნობელის პრემიას მივიღებ. რაც შეეხება დანარჩენ რვა ომს? ინდოეთი, პაკისტანი, გაიხსენეთ ყველა ის ომი, რაც დავასრულე. მე უნდა მივიღო ნობელის პრემია ყველა იმ ომისთვის, რაც დავასრულე, მაგრამ არ მსურს, არ მინდა, ხარბი ვიყო. სინამდვილეში, ქალმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, თქვა ტრამპი ნობელის პრემიას იმსახურებს. ძალიან სასიამოვნო იყო ეს მისი მხრიდან. მე ვაფასებ ამას, რაც სინამდვილეში მართალია, მაგრამ არ მადარდებს ეს. იცით, რა მადარდებს? სიკვდილი. მე მანაღვლებს ყველა ის ადამიანი, რომელიც კვდება.გასულ თვეს 27 000 ახალგაზრდა დაიღუპა“, – განაცხადა ტრამპმა.