"მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანო გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მის მიერ დაარსებულმა საბჭომ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის წევრი ქვეყნებისგან ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა.

"ჩვენ რეკორდულად სწრაფად გავწიეთ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში შვეიცარიის ქალაქ დავოსში ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის – მსოფლიო მშვიდობის – წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები „მშვიდობის საბჭოს“ წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოჰყვეს, ასევე, ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოჰყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰამასმა“ შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება.

"მშვიდობის საბჭო" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.