სანამ პუტინს უკრაინაში სამხედრო კამპანია აქვს წამოწყებული, მიშას თავისუფლება არის დაუშვებელი. პუტინმა იცის მისი გავლენები, რესურსები და უკრაინას კიდევ ერთი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დაეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილის სახით, არ უნდა რომ შეექმნას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, რასაც დაავალებს სასამართლოს, იმას გააკეთებენ.

"რასაც ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, რასაც დაავალებს სასამართლოს, იმას გააკეთებენ. თავიდან 6 წელი ჰქონდა მისჯილი, როდესაც დააპატიმრეს - 2021-ში და ეს 6 წელი თითქმის გადის, სწორედ ამ მიზნით დაუმატეს კიდევ ერთი იმდენი, რომ უვადო პატიმრობა ჰქონდეს, პრაქტიკულად, მისჯილი, შესაბამისად,

სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება და მეორე განზომილებაც უნდა გავითვალისწინოთ - პუტინის დავალება არის, რომ სანამ სამხედრო კამპანია აქვს წამოწყებული უკრაინაში, მიშას თავისუფლება არის დაუშვებელი იმიტომ, რომ იცის მისი გავლენები, კავშირები, რესურსები და უკრაინას კიდევ ერთი ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დაეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილის სახით, არ უნდა რომ შეექმნას. ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი და აუცილებლად ის იქნება საქართველოში თავისუფლებაზე, რომ მას ჰქონდეს აქ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 2 აგვისტოს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.