19 ნოემბერს, შტორმის დროს თურქული სატვირთო გემი 12 ეკიპაჟით შავ ზღვაში გაუჩინარდა.

"ქარიშხლის დროს სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.

არსებული ინფორმაციით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ საძიებო სამუშაოებს ხელი შეუშალა.

"როცა ამინდი გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.