უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 486 940 (+1510) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.05.24-მდე: ტანკები - 7510 (+14), ჯავშანტექნიკა - 14508 (+48), საარტილერიო სისტემები - 12538 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1070 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 798 (+1), თვითმფრინავები - 351 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 10015 (+30), ფრთოსანი რაკეტები - 2199 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16955 (+48), სპეციალური ტექნიკა - 2061 (+7).

რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ გაიზარდა რუსული დანაკარგები ბოლო დღეებში. 14 მაისს ოკუპანტების დანაკარგი 1700-ზე მეტი იყო.