უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 335 110 (+1270) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 06.12.2023-მდე: ტანკები - 5600 (+13), ჯავშანტექნიკა - 10 456 (+40), საარტილერიო სისტემები - 8024 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 919 (+6).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 605 (+0), თვითმფრინავები - 324 (+1), ვერტმფრენები - 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 6083 (+51), ფრთოსანი რაკეტები - 1570 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 22 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10 532 (+49), სპეციალური ტექნიკა - 1153 (+5).