ბელგოროდის ყოფილი მერი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირდაპირ სასჯელაღსრულების კოლონიიდან წავიდა, სადაც ქრთამის აღებისთვის სასჯელს იხდიდა, ფრონტის ხაზზე მოკლეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბელგოროდის ყოფილი მერი და ბელგოროდის ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინ პოლეჟაევი ქალაქს 2015 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გახდა საბინაო-კომუნალური მეურნეობის საკითხებში.

2024 წელს სასამართლომ პოლეჟაევი დამნაშავედ ცნო 18 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში. მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, პოლეჟაევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა.

მას შემდეგ, რაც ყოფილი ჩინოვნიკი ფრონტზე წავიდა, რუსეთის სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეაჩერა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის კონსტანტინ პოლეჟაევი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონაში იქნა ლიკვიდირებული, სავარაუდოდ, დრონის დარტყმის შედეგად.