უკრაინის თავდაცვის ძალებმა გუშინ ღამით რუსეთში ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - კრასნოდარის მხარეში და იაროსლავის ოლქში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

"წუხელ ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა რუსეთში ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას მიაღწიეს. სლავიანსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა კრასნოდარის რეგიონში - ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში, ასევე - გადამმუშავებელი ქარხანა იაროსლავის რეგიონში, დაახლოებით 700 კილომეტრში.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ოპერაციებს, რომელიც ასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ეს ომი. თითოეული ჩვენი სანქცია ნიშნავს ნაკლებ რესურსს ემსახუროს რუსეთის საბრძოლო მანქანას და კიდევ ერთ ნაბიჯს მშვიდობისკენ.

გავაგრძელებთ რუსულ ტერორზე პასუხის გაცემას. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს ამ შედეგებისთვის! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ყველა, ვინც უკრაინას იცავს, ასევე კონსტიტუციის ძალას იცავს", - წერს ზელენსკი.