ქართულ მხარეს არ უნდა განაწყენდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვით. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.

"რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: ადრე თუ გვიან თავიანთი ევროპული მისწრაფებების რეალიზებას - მიუხედავად მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა.

საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, - წერს სიბიგა.