პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას MiG-29-ის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს. საუბარია პირველ ოთხ თვითმფრინავზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

"უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინაში გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს სრული მუშა მდგომარეობაში. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს", - განაცხადა დუდამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კიდევ რამდენის მიწოდება იგეგმება.

მისივე თქმით, პოლონეთი უკრაინას გადასცემს იმ თვითმფრინავებს, რომლებიც საჰაერო თავდაცვას ემსახურება.

"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ფაქტიურად ვაწვდით ამ MiG-ებს უკრაინას. ჩვენ გვყავს კიდევ ათეული MiG. ეს არის MiG-ები, რომლებიც მივიღეთ 1990-იანი წლების დასაწყისში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისგან. ეს მათი ექსპლუატაციის ბოლო წლებია მათი ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდას თქმით, პოლონეთი საბჭოთა MiG-29-ებს ჩაანაცვლებს სამხრეთ კორეის FA-50-ებით, რომელთა პირველი მიწოდება წლის ბოლოსაა მოსალოდნელი, ასევე ამერიკული F-35-ებით.