უკრაინამ და რუსეთმა შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულზე პატიმრების მასშტაბური გაცვლა განახორციელონ. უკრაინის ხელისუფლება ამაზე უკვე მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის შექმნის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების საკითხზე მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახალი გაცვლები მოხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ყველანი მასშტაბურ გაცვლას ვიხილავთ“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ასეთი გაცვლის განსახორციელებლად ყველაფერი გაკეთდება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში რუსული ტყვეობიდან სულ 8669 უკრაინელი გაათავისუფლეს.