უკრაინა კვლავაც იღებს ამერიკულ იარაღს, რომელსაც მისი ევროპელი პარტნიორები PURL-ის პროგრამის ფარგლებში ყიდულობენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

გენერალურ მდივანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი გაგზავნა.

"აშშ-დან უკრაინას ეს კრიტიკული აღჭურვილობა, მათ შორის გამანადგურებელი რაკეტები, PURL-ის მეშვეობით კვლავ მიეწოდება“, - აღნიშნა რუტემ.

მისივე თქმით, PURL-ის პროგრამის დაწყებიდან უკრაინამ შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

"ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც, ვიმეორებ, აგრძელებს მოქმედებას", - განაცხადა რუტემ.

მანამდე, The Washington Post-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესაძლებლობას.