RMF24-ის ცნობით, CBOS-ის კვლევის ისტორიაში პირველად, პოლონეთში უკრაინიდან ლტოლვილების მიღების მოწინააღმდეგეები მომხრეებს რიცხობრივად აღემატება.

გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% ამჟამად მიიჩნევს, რომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს ლტოლვილები უკრაინის ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიებიდან, ხოლო 42% საპირისპირო აზრს აფიქსირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი შედეგია კვლევების დაწყების შემდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ტარდება. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე, გამოკითხულთა 94%-მა მხარი დაუჭირა ლტოლვილების მიღებას.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ უკრაინიდან ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარება გადაჭარბებულია. გამოკითხულთა 40% საპირისპირო აზრს იზიარებს და მას საკმარისად აფასებს, ხოლო 3% მას ძალიან ცოტად მიიჩნევს.