რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? - წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი.

"დავიღუპე ხალხო ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? ერთ დღეს დაიხოცეთ ნარკომანებო, რამდენი უნდა შეიწიროთ? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს? ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით, შე არარაობა, გადმოხტი და გაიქეცი, რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე! შე არაკაცო!

ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს სწერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა, უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო! რამდენ საშაირო ლექსებს უწერდი ხალხს, დაგრჩა ნეტა ვინმე ლექსის გარეშე?

ვაიმე როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას. მატრასზე უნდა დავიძინო ერთი ღამეო,
დაიღუპა პატიოსანი ოჯახი..

ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.

შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო.. რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ?." - წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი.

ანი ბერიანიძე და მისი 3 წლის ქალიშვილი გორში, ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, როცა მათ მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა. ქალი ადგილზე დაიღუპა, მცირეწლოვანი კი კლინიკაში გარდაიცვალა. მძღოლი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს