კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავებულია 82, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.

"დედაქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა 82“, - წერს პოპკო.

დღეს დილით,  რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფოც.

მსხვერპლი არის სხვა ქალაქებშიც. კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.