კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვი, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ფსიქოლოგები და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი კინოლოგიური ჯგუფი.

მობილიზებულია 170 მაშველი და 51 ერთეული ტექნიკა. სპეციალისტები ნანგრევებიდან გაწმენდით სამუშაოებს და იმ ადამიანების ძებნას აგრძელებენ, რომლებიც შესაძლოა, ჩამონგრეული ნაგებობების ქვეშ იყვნენ ჩარჩენილები.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაღუპულებს შორის 15 წლის გოგონაა. კიდევ 57 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, დაშავებულთაგან 27 ამჟამად კიევის საავადმყოფოებში მკურნალობს.

კიევში 15 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.