უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი პოზიცია გულისხმობს რუსეთის პოზიციის იგნორირებას და რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის მოლოდინს, მაგრამ ეს არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"კონსტრუქციული მიდგომებისკენ მოგვიწოდებენ და რეალურად, მათი გაგებით, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, ეს არ მოხდება, ეჭვი არ არსებობს, რომ სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსულმა მხარემ და რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მოლაპარაკებაზე უარს უკრაინული მხარე აცხადებს.