ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მამულაშვილის თქმით, ლეგიონის 300-მდე წევრი ძებნილადაა გამოცხადებული და მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია.

"მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ უთხრეს: "აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ".

არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული, მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ვეტერან მებრძოლებს გამოკითხვაზე იბარებენ.