უნგრეთის ხელისუფლება მზადაა, მის ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს ნება დართოს და ხელი შეუწყოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს სთხოვა, დაუშვან უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება მათ ტერიტორიებზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მოთხოვნის შესრულებისთვის ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს.

მადიარის თქმით, 3-4 წლის წინ ტრანზიტის კარგად გამართული წესი არსებობდა, რომელიც მოგვიანებით შეწყდა.

მისივე განცხადებით, პირად შეხვედრაზე ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ დიდი დახმარება იქნებოდა, თუ სიმინდს დასავლეთ ევროპაში რკინიგზით, დალუქული ვაგონებით გადაიტანდნენ. 

"ვუთხარი, რომ თუ საქმე მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტს ეხება, რა თქმა უნდა, მას დაბრკოლება არ ექნება“, – აღნიშნა მადიარმა.