27 ივნისის ღამეს, პოლტავის რეგიონში უკრაინული MiG-29 გამანადგურებელი ჩამოვარდა. პილოტმა უსაფრთხოდ კატაპულტირება მოახერხა, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მისივე ცნობით, MiG-29 პოლტავის ოლქში საბრძოლო მისიას ასრულებდა.

"ჩვენ ვადასტურებთ თვითმფრინავის დაკარგვას, თუმცა უკრაინელმა პილოტმა წარმატებით კატაპულტირება მოახდინა, დაუკავშირდა სამძებრო-სამაშველო ჯგუფს და სწრაფად გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევისა და საჭირო დახმარებისთვის“, - წერს საჰაერო ძალები.

ამჟამად მიზეზისა და გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.