რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება. 

მისი თქმით, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული თავდასხმები ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს.

„მწუხარებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ახლოს ვარ მათთან, ვინც იტანჯება და ვლოცულობ მათთვის. გაჭიანურებულ კონფლიქტს მუდმივად სერიოზულ შედეგები მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, აფართოებს უფსკრულს ხალხებს შორის და ხელს უშლის სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა ყოველკვირეული ლოცვის შემდეგ.