რუსეთის ფედერაციამ გაზარდა დამრტყმელი ძალა და დაიწყო მეტი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება. უკრაინისთვის ეს ნიშნავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის საჭიროებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სარემონტო ჯგუფები, ენერგეტიკოსები და კომუნალური კომპანიები ამჟამად პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ რეგიონების უმეტესობაში. რთული სიტუაციის მიუხედავად, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება, ათასობით ადამიანია მობილიზებული სისტემის სტაბილიზაციისა და დაზიანების აღმოსაფხვრელად.

ამავდროულად, ზელენსკიმ რუსული თავდასხმების ცვლილებებისა და ქვეყნისთვის ამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რუსებმა გაზარდეს დარტყმები, გაზარდეს დარტყმის ძალა და იყენებენ მეტ ბალისტიკურ დარტყმებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, აღჭურვილობის უფრო დიდი მარაგი და უფრო ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა რეგიონებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.