უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 573510 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.07.24-მდე: ტანკები - 8331 (+11), ჯავშანტექნიკა - 16074 (+24), საარტილერიო სისტემები - 15885 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1125 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 905 (+1), თვითმფრინავები - 363 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 12736 (+53), ფრთოსანი რაკეტები - 2403 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 21500 (+86), სპეციალური ტექნიკა - 2671 (+3).