უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მესამე ქვეყნების ნებართვის გარეშე იქნება მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰას განცხადებით, რუსეთში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ლეგიტიმური შორი დისტანციის დარტყმებისთვის უკრაინას მესამე მხარის ნებართვა აღარ სჭირდება.

მისი თქმით, უკრაინა საკუთარი იარაღის გამოყენებით ასიმეტრიულ ოპერაციებს გააგრძელებს.

"ეს ჩვენი თავდაცვის უფლებაა, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლით არის გარანტირებული“, - აღნიშნა სიბიჰამ.