უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში დონალდ ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა.

"საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე, არ ვიტყვი რა ოდენობის, PAC-3-ის რაკეტები Patriot-ისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ PAC-3 ტიპის რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის ერთადერთი შეიარაღებაა უკრაინულ არსენალში, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია და პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ რაკეტების დეფიციტი აქვთ.