უკრაინაზე შეთანხმება სამართლიანი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსწონს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"იმპიჩმენტის ტყუილის დროს მას შეეძლო ეთქვა, რომ არ იცოდა, რომ საუბარი იწერებოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა და ეთქვა: "დიახ, მე ვგრძნობდი საფრთხეს“, მან თქვა: "მას აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია“. ჩვენ ორივეს გვინდა, დავინახოთ ამ ომის დასასრული და ორივეს გვინდა დავინახოთ სამართლიანი შეთანხმება და ის იქნება სამართლიანი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრაზე ფიქრი 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ დაიწყო.

"პრობლემა ის არის, რომ ახლა ბევრად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პუტინმა ბევრი მამაკაცი დაკარგა, მაგრამ მან დიდ პროგრესს მიაღწია. იცით, მან დაიპყრო ამ ქვეყნის დიდი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მე ვაწყდები, არის ის, რომ ევროპა – როგორც ჩემს მოსვლამდე იყო ნატოს შემთხვევაში, ინერციით მოძრაობს. ევროპამ იგივე ფული უნდა დადოს, რაც ჩვენ. ევროპა მსგავსი ზომისაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.