სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ MiG-29 ტიპის საბრძოლო ავიაგამანადგურებელს გადასცემს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ გეგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინას Mig-29 საჩუქრად გადაეცემა.

მისივე თქმით, საბრძოლო ვერტმფრენები მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და არა თავდასხმისთვის.

Mig-29-ების სანაცვლოდ სლოვაკეთი, პარტნიორებისგან 900 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.