თურქეთს სურს დაინახოს რუსეთის კონსტრუქციული პასუხი უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი პოზიტიურად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის თანხმობას რუსეთთან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ახლა ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი კონსტრუქციულად უპასუხებს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

11 მარტს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რომელიც 30 დღე უნდა გაგრძელდეს. უკრაინის ოფიციალური პირები დაეთანხმნენ ამ ინიციატივას, მაგრამ უცნობია, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, დათანხმდეს ცეცხლის ასეთ შეწყვეტას, ოღონდ იმ პირობით, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყდება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე გაემგზავრნენ რუსეთში ამ იდეის განსახილველად.

თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მასზე სანქციებით ზეწოლა მოახდინოს.