აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ მკაცრ სანქციებს დააწესებს, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს აიძულებს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ნატოში მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

"ჩვენ ეს სანქციები დავაწესეთ. ვგეგმავთ მათ შენარჩუნებას“, - აღნიშნა მან.

გასულ კვირას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობგიგანტებს, "როსნეფტს“ და „ლუკოილს“. ეს იყო ფინანსური სანქციების პირველი მნიშვნელოვანი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

სანქციების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები გაიზარდა. თუმცა, ბაზრის რეაქცია შენელებული იყო იმის გამო, რომ გაურკვევლობა იყო იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად განახორციელებს აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს.

თუმცა, ნატოში აშშ-ის ელჩის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

"პრეზიდენტ ტრამპს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ეს მხოლოდ ერთ-ერთია, რომელსაც ის თამაშობს. კიდევ ბევრი სხვაც არსებობს“, - აღნიშნა მან.