უკრაინა მზადაა, ჩრდილოეთ კორეის მეთაურს კიმ ჩენ ინს გადასცეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები, თუმცა სამხედროების დაბრუნებას ერთი პირობა აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინა მზადაა, გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ მას შეუძლია მოაწყოს მათი გაცვლა რუსეთში ტყვეობაში მყოფ ჩვენ ჯარისკაცებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეიდან პირველი დატყვევებული ჯარისკაცების გარდა, იქნებიან სხვებიც და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ზელენსკის თქმით, იმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც დაბრუნება არ სურთ, შეიძლება სხვა ვარიანტებიც არსებობდეს.

"კერძოდ, ის კორეელები, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობის დაახლოების სურვილს ამ ომის შესახებ კორეულ ენაზე სიმართლის გავრცელებით, მიიღებენ ასეთ შესაძლებლობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მსოფლიოში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთის არმია დამოკიდებულია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზე.

"პუტინმა სამი წლის წინ დაიწყო ნატოსთან ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით და ახლა მას არ შეუძლია ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

10 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს. ისინი დაიჭრნენ, მაგრამ გადარჩნენ და შემდეგ კიევში გადაიყვანეს.