მოსამართლეები რესტორან "ბაბილოს" პოლიციის კორდონის დახმარებით ტოვებენ.

ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 5 მონაწილე დააკავა.

რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც წვეულება დროზე ადრე დატოვეს, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.