ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს.

ელენე ხოშტარია პლაკატის გაკვრას ცდილობდა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გიორგი კირთაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის ელენე ხოშტარიას დაკავებას შეეწინააღმდეგა.

ადგილზე ხმაური და დაძაბული ვითარებაა. პოლიცია აქციის სხვა მონაწილეებსაც აკავებს.

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 15:00 საათიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.