უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს რეალისტურია.

"ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო საიდუმლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან“, – განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა "სრულიად გასულიყო" სევასტოპოლის პორტიდან, უპილოტო და სარაკეტო დარტყმებმა გაანადგურა რადარი და სარაკეტო დანადგარები.

სირსკის თქმით, უკრაინის მიზანია გაანადგუროს ქერჩის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.