უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 571 350 (+1230) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.07.24-მდე: ტანკები - 8313 (+11), ჯავშანტექნიკა - 16 039 (+26), საარტილერიო სისტემები - 15 804 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1125 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 904 (+2), თვითმფრინავები - 363 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 12 610 (+66), ფრთოსანი რაკეტები - 2402 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 21 358 (+79), სპეციალური ტექნიკა - 2661 (+11).