უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 570 120 (+1140) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.07.24-მდე: ტანკები - 8302 (+14), ჯავშანტექნიკა - 16 013 (+13), საარტილერიო სისტემები - 15 759 (+65), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1125 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 902 (+1), თვითმფრინავები - 363 (+1), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 12 544 (+33), ფრთოსანი რაკეტები - 2402 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 21 279 (+77), სპეციალური ტექნიკა - 2650 (+10).