უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 442 880 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.04.24-მდე: ტანკები - 6986 (+20), ჯავშანტექნიკა - 13 321 (+17), საარტილერიო სისტემები - 11 082 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1023 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 744 (+1), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 8757 (+26), ფრთოსანი რაკეტები - 2057 (+9).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 14 752 (+35), სპეციალური ტექნიკა - 1826 (+3).