უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 529 750 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.06.24-მდე: ტანკები - 7984 (+10), ჯავშანტექნიკა - 15 319 (+12), საარტილერიო სისტემები - 14 007 (+48), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1104 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 857 (+4), თვითმფრინავები - 359 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 221 (+34), ფრთოსანი რაკეტები - 2297 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 19 078 (+47), სპეციალური ტექნიკა -  2351 (+7).